
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალბატონებისთვის რეკომენდებულია “ფაიზერით” აცრა. იმუნიზაციის შედეგად, ანტისხეულები ბავშვებზე გადადის.
ცნობილი ქალბატონებიდან, ლაქტაციის (მეძუძური) პერიოდში აიცრნენ – მსახიობი რუსკა მაყაშვილი და ტელეწამყვანი მაკო კვიტაშვილი
რუსკა მაყაშვილი: მეშინოდა, რომ აცრილი არ ვიყავი. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში ავიცერი, ბათუმში.
ეს არის მოქალაქეობრივი ვალი დავიცვა თავი და გარშემომყოფნი. ჩვილი მყავს. საშინელი სტატისტიკაა ბავშვებში. ამიტომ აუცილებლად ყველა უნდა აიცრას. ჯანმოს მიერ დამტკიცებულია, რომ ლაქტაციის დროს უნდა ავიცრათ. ანტისხეულებიც გადავა ბავშვზე.
ყვეელანი აცრილები ვართ ოჯახში.
ცნობიერება უნდა ავიმაღლოთ. “ფაიზერი” დაშვებულია ლაქტაციის დროსაც და ორსულობის დროსაც.
ჟურნალისტი ეკა მიშველაძე, ქალიშვილის იმუნიზაციის ფოტოს აქვეყნებს და აწერს: “ესეც მაკო, ლაქტაციის დროს აიცრა, კიტასაც რომ გადასცეს ანტისხეულები.”
ასევე დაგაინტერესებთ:
“ტირილამდე მისული სიხარული პირველად მაშინ შევიგრძენი” – რას იხსენებს შვილთან დაკავშირებით ვერიკო ტურაშვილი

მომღერალ ვერიკო ტურაშვილის უფროსი ქალიშვილი, ლიზა ბერუჩაშვილი 17 წლის გახდა. ვერიკო ქალიშვილს გარდაცვლილ მამას ამსგავსებს.
ლიზას მამა, გოშა ბერუჩაშვილი 13 წლის წინ ტრაგიკულად, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მამა ფრაგმენტულად ახსოვს, თუმცა როგორც მომღერალი გვიყვება, მამაზე საუბარი სიამოვნებს.
ვერიკო ტურაშვილი: – 20 წლის ვიყავი ლიზა რომ გავაჩინე. ტირილამდე მისული სიხარული პირველად მაშინ შევიგრძენი. თავიდანვე მამას ჰგავს. ბოლო პერიოდი მეუბნებიან, რომ ლიზა დამემსგავსა. სინამდვილეში ხუჭუჭა თმითა და მუქი თვალებით მგავს ორივე შვილი, ისე მამებს გვანან.
სამი დღეა ღია ფერის მელირება გაიკეთა. იერით მგავს კი, ჩემი შვილი რომ არის, ეტყობა.

ხასიათითაც არ ვგავართ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოს ნიშნით ორივე ქალწული ვართ. ჩემთან შედარებით ბევრად უფრო მობილიზებულია, მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, რადიკალურია. მე უფრო გავმსუბუქდი.
ვმეგობრობთ. გახსნილი ურთიერთობა მაქვს ლიზასთან, მგონია, რომ ყველაფერს მიყვება.
ხშირად ვიხსენებთ გოშას და ეს ლიზას სიამოვნებს. კარგად სწავლობს და ვეუბნები ხოლმე, თუკი რაიმე უხილავი ძაფი და კონტაქტია ამ სამყაროში, გოშა რომ გხედავდეს, ალბათ, ყველაზე ბედნიერი იქნებოდა-მეთქი.
წელს აბიტურიენტია, მზადება დაიწყო, ქირურგობა უნდა. დიდი გეგმები აქვს. მე მინდა, რომ პლასტიკური ქირურგი გახდეს, რომ ახალგაზრდები დიდხანს ვიყოთ (იცინის). რაც აქამდე არ ვყოფილვარ, ახლა გავხდი ერთიანად ეგოისტი. მე ვურჩევ ხოლმე, რაც უფრო ნაკლებ სტრესულ პროფესიას აირჩევ, მეტი დრო დაგრჩება შენი თავისთვის-მეთქი.















































