
გადაჭარბებული, ზედმეტი, ზოგჯერ არაადეკვატურიც,- ასე ეხმაურება „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალური დახმარებისა და შეღავათების შესახებ ინიციატივებს.
„მესმის, კეთილი ზრახვებით ხდება, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: გადაჭარბებული, ზედმეტი, ზოგჯერ არაადეკვატურიც კი მგონია ეკონომიკური თუ სოციალური შეღავათების შეთავაზებების ეს სიჭარბე, ერთგვარი კონკურენცია, წლის ბოლოს, რომ შეიძლება ეკონომიკური ეფექტი გამოიღოს / ან არ გამოიღოს.
არ ვგულისხმობ ერთჯერად, სასწრაფო დახმარებას მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
ლარიც დაიჭიროს ხელისუფლებამ და ასობით მილიონის ხარჯიც გასწიოს ახლავე – არაა არც სამართლიანი და არც კვალიფიციური.
ერთი თვე არათუ პრიორიტეტული, არამედ ერთადერთი ორიენტირი არის ადამიანების სიცოცხლე!“ – აღნიშნავს დავით ბერძენიშვილი.
კორონავირუსის გამო ეკონომიკური კრიზისის გამო, არაერთი ადამიანი უმუშევარი დარჩა. სხვადასხვა პოლიტიკური პატრიები და ორგანიზაციები გამოთქვამენ სურვილს, რომ სახელმწიფო სოციალურად დაუცველ და უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება/ვაუჩერებით ან გრძელვადიანი ეკონომიკური მხარდაჭერით მხარში დაუდგეს.
ცნობისთვის, 16 მარტს, საქართველოს მთავრობამ 70 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები გააფრთხილა, რომ სახლებიდან არ გამოვიდნენ.
უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტიელბით და მერიის ჩართულობით გადაწყდა, რომ მარტოხელა მოხუცებს საკვებს სახლებში მიუტანენ.
შექმნილია მოხალისეთა ჯგუფი, რომელშიც რიგითი მოქალაქეებიც გაწევრიანდნენ.
მოხალისეთა რიგებში გაწევრიანდნენ არასამთავრობო ორაგანიზაციების წარმომადგენლები და ცნობილი სახეები.
რა ხდება ქვეყანაში
- 26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 77-მდე გაიზარდა.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს
!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:






















