
ყოფილი პოლიციელი, იროდი შელია, რომელიც 2010-2011 წლებში ზუგდიდის ციხის პატიმარი იყო, „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში იმ მძიმე სურათს იხსენებს, რომელშიც მსჯავრდებულებს უწევდათ სასჯელის მოხდა.
იროდი შელია ამბობს, რომ ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია და მისი მოადგილეები პატიმრებს სისტემატიურას უსწორდებოდნენ ფიზიკურად.
შელია გვიყვება, რომ ჯანაშიას დავალებით იგი ციხის 25-მდე ბადრაგმა სასტიკად სცემა.
„სიტყვიერი დაპირისპირებიდან დაიწყო ყველაფერი, ჩვეულებრივი პატიმრების დილის გასეირნება იყო. მე შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და ასეთი რამ თუ ხდებოდა არც მოველოდი, ზუგდიდის ციხეზე ვსაუბრობ, სხვაგან არ ვიცი. ვიღაცის ნათქვამს არ ვიმეორებ, რაც ჩემი თვალით ვნახე იმას ვამბობ.
დილის გასეირნებიდან ამოვედი, კიბეებით ამოვდივარ – ჯანაშია თავის მოადგილეებთან ერთად, შემოგვძახა სირბილითო ! ირბინეთო! აშკარად ჩემი სახელი და გვარი თქვა, მე ნამდვილად არ ვიყავი დილის გამამხნევებელი ვარჯიშზე, ჩემი გამჭირვებოდა, ცოტა მოვუმატე ტეპმს, მაგრამ კიდევ მოითხოვა უფრო ჩქარაო. ვკითხე თუ რატომ უნდა მერბინა, ხელი წამომარტყა, მეც დავუბრუნე და ვინც იდგდნენ ბადრაგები დაუძახა დასცხეთ ამასო. ორი სმენა იყო დღის და ღამის, უფროსმა უთხრა რა გზა ჰქონდათ, მცემეს სანამ არ დავეცი, ამდენ ადამიანს ვერ გავუსხლტებოდი. 20-25 კაცი მისწორდებოდა ფიზიკურად.
ჩემი ოჯახის წევრებიც მოატყუეს, უთხრეს, რომ სიცხე მქონდა, მაშინ როდესაც დღეში ორჯერ მეკუთვნოდა პაემანი. ეს ფაქტი მოხდა ჩემს მიმართ, თუმცა მსგავს შემთხვევებს სხვა პატიმრების მისამართით სისტემატიური ხასიათი ჰქონდა.
ჩემი საკნის წინ, დერეფანი იყო მესმოდა ყვირილი, ცემა-ტყეპა. სხვა პატიმრებს უსწორდებოდნენ, მაგრამ ჩვენ, ყოფილ თანამშრომლებს შედარებით ნაკლებად. მით უმეტეს მე ბრალდებული ვიყავი და ჩემს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ იყო დამდგარი.
სისტემატიური ხასიათი ჰქონდა ამას, ჩვეულებრივი სამსახურივით იყო, რომ ყველა უნდა ეცემათ.
„დაჩმორებული“ ჰყავდათ პატიმრები, ერთადერთი ვიყავი, ვინც წინააღმდეგობა გაუწია. ამიტომ მომიშორეს და გადამიყვანეს ე.წ მატროსოვის ციხეში“, – ამბობს იროდი შელია.
შეგახსენებთ, რომ პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობაში ბრალდებული ციხის ყოფილი უფროსი, ამირან ჯანაშია დააკავეს.
ჯანაშიას გამოძიება, ამჯერად, იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავება.
ოპოზიციის წარმომადგენლები ჯანაშიას დაკავებას აპროტესტებენ. ისინი ირწმუნებიან, რომ ჯანაშიას იარაღი ჩაუდეს.






















