00:36 | 2020-09-02 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მესტიაში დღეიდან საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა

მესტიაში დღეიდან საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა

მესტიის მუნიციპალიტეტში დღეიდან, საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა.

 

ამ გადაწყვეტილების თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 26 აგვისტოს განაცხადა.

 

მესტიის მუნიციპალიტეტი კორონავირუსის შემთხვევების მატებისა და რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო 10 აგვისტოს ჩაიკეტა.

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X