
მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე გამოკვლეული კიდევ 409 პირიდან, ვირუსი არცერთს დაუდასტურდა.
ბოლო სამი დღის განმავლობაში დაბა მესტიასა და ლენჯერში, ასევე საკარანტინე სივრცეებში სულ 1 216 ადამიანი გამოიკვლიეს. მათგან გუშინ შვიდ პირს ლენჯერის თემში „კოვიდ 19“ განმეორებითი ტესტირებით დაუდასტურდა.
24 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1421 შეადგენს. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა.























