11:57 | 2021-03-12 ავტორი: Prime Time

მეთიუ ბრაიზა ოპოზიციას: აიღეთ თქვენი მანდატები, წარმოადგინეთ ხალხი, რომელმაც ხმა მოგცათ, რადგან თქვენი უახლოესი მეგობრები ტრანსატლანტიკურ ოჯახში არ ამბობენ, რომ არჩევნები მოიპარეს

მეთიუ ბრაიზა ოპოზიციას: აიღეთ თქვენი მანდატები, წარმოადგინეთ ხალხი, რომელმაც ხმა მოგცათ, რადგან თქვენი უახლოესი მეგობრები ტრანსატლანტიკურ ოჯახში არ ამბობენ, რომ არჩევნები მოიპარეს

ეუთო-მ, აშშ-მა და ევროკავშირმა თქვეს, რომ არჩევნები იყო ხარვეზებით, მაგრამ ფუნდამენტურად კონკურენტული და შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგები გამოხატავდა ქართველი ამომრჩევლის ნებას. ცუდია თუ კარგი გადაწყვეტილება, ეს უკვე მომხდარი ფაქტია“,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ ონლაინკონფერენციის დროს გააკეთა.

 

მეთიუ ბრაიზა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავებასაც გამოეხმაურა.

 

„რაც მთავრობამ გააკეთა, ვგულისხმობ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისში შეჭრას და პარტიის თავმჯდომარის დაკავებას, არის დიდი და მიუღებელი ესკალაცია. ის უნდა გათავისუფლდეს და ასეთი ქცევა უნდა შეწყდეს, თუ გვინდა, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები გაგრძელდეს. ბალანსი, რომელიც უნდა დავიცვათ, შემდეგია: ჩვენი გზავნილი საქართველოს მთავრობის მიმართ უნდა იყოს ასეთი – მიუხედავად იმის, რომ ჩვენ საქართველოთი კვლავ აღტაცებული ვართ და გვსურს, რომ საქართველო გაწევრიანდეს ტრანსატლანტიკურ ოჯახში, ვფიქრობ, საქართველო ნატო-ს წევრი უნდა იყოს, რადგან ის უკვე აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. ამასთან ერთად, ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რათა მთავრობის ოპონენტების ინსტრუმენტად არ ვიქცეთ. ოპოზიციაში ახლა ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ მათ აქვთ მიდრეკილება, იფიქრონ, რომ კრიზისის დროს დიდი ტრანსატლანტიკური ორგანიზაციები, აშშ და ევროკავშირი იქნება მათი კავალერია და ცხრა მთას გადაივლიან ოპოზიციის გადასარჩენად. რომ დასავლეთი იმოქმედებს მათ სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ჩემი აზრით, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მათ ამ თამაშში არ ჩაგვითრიონ. ევროკავშირის წარმომადგენელი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამას ძალიან კარგად ახერხებენ. ისინი აქტიურები არიან და ცდილობენ, შეთანხმებას მიაღწიონ წინ წასაწევად, მათ შორის საარჩევნო, მართლმსაჯულების რეფორმაზე და ყველა იმ საკითხზე, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ექვსპუნქტიანი გეგმა ფარავს,“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

 

შვედი დიპლომატი მედიატორის როლში, გზავნილები ბრიუსელიდან და „ოცნების“ მზაობა დიალოგისთვის
2021-03-11შვედი დიპლომატი მედიატორის როლში, გზავნილები ბრიუსელიდან და „ოცნების“ მზაობა დიალოგისთვის

 

მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა მოძებნოს გზები მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, რათა მუშაობა გაგრძელდეს.

 

„მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს ოპოზიციაში, თქვენ უნდა მოძებნოთ გზები მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, რათა წინ წასაწევი გზა მოიძებნოს და მუშაობა გაგრძელდეს. აიღეთ თქვენი მანდატები, წარმოადგინეთ ხალხი, რომელმაც ხმა მოგცათ. გააკეთეთ ეს მიუხედავად იმისა, თუნდაც გჯეროდეთ, რომ მთავრობამ არჩევნები მოიპარა. ამას გირჩევთ, რადგან თქვენი უახლოესი მეგობრები ტრანსატლანტიკურ ოჯახში არ ამბობენ, რომ არჩევნები მოიპარეს. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ამას, რომ ოპოზიციის ხელში ინსტრუმენტად ვიქცეთ, იმ შემთხვევაში კი, როდესაც ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს დემოკრატიას და ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომ საქართველო უფრო მეტად იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ სივრცეში“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

 

ავტორი: Prime Time

X