
აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭმა გიორგი შაქარაშვილის პორტრეტი დახატა.
ნახატი ზუგდიდელმა გიგი სიჭინავამ შეასრულა. ის აუტისტური სპექტრის მქონე ახალგაზრდაა, რომელსაც ხატვის ნიჭი აქვს.
„მეტჯერ აღარ გვტკიოდეს!
ნათელი შენს სულს!
არ დაგივიწყებთ!“, – წერს გიგი სიჭინავა საკუთარი სახელოსნოს „ფეისბუქ“ გვერდზე.
ავტორი: თეა შონია























