
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ დაწესებულ შეზღუდვებსა და საშვების საკითხზე ისაუბრა.
მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა გაიპარა ხარვეზი და რომელიმე ორგანიზაციამ თვითნებურად დაამატა კონკრეტული საშვები.
„ძალიან ბევრი ადამიანი დამიკავშირდა ამ დღეებში და აბსოლუტურად რელევანტური, ადექვატურიც შეიძლება იყო ის გაღიზიანება, რაც იმის გამო წამოვიდა, რომ გარკვეული რაოდენობა მანქანების მაინც მოძრაობს, მაგრამ ჩვენ ობიექტურად უნდა შევხედოთ, რა ხდება სინამდვილეში.
შესაძლოა, რომელიმე ორგანიზაციამ თავის ბიძაშვილი, ან მამიდაშვილი დაამატა, ეს მათი პასუხისმგებლობაა. ჩაღრმავებული კვლევები ამასთან დაკავშირებით მიდის და არავის ვურჩევ, რომ ასეთი ცნობები ჰქონდეს გაცემული, იქნება ეს კერძო კომპანია თუ საჯარო დაწესებულება,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ იმ კერძო კომპანიების შესახებაც ისაუბრა, რომელთა გაჩერებაც სერიოზულ კრიზისს შექმნიდა ქვეყანაში.
„სასურსათო მაღაზიებზე, აფთიაქებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებზე წარმოდგენილია შტაბში შესაბამისი დოკუმენტები და ამის საფუძველზე გაცემულია საშვები. საუბარია ათი ათასობით მანქანაზე. ჩვენი მიზანი იყო, რომ მობილობა შემცირებულიყო, მაგრამ ყველას ვერ გავაჩერებდით.
მეც გამაღიზიანა მანქანების რაოდენობამ, მაგრამ როდესაც ოპერატიულ შტაბში დეტალურად მოვიკითხე ეს ამბავი და რამდენიმე მაგალითიც ვუთხარი, აღმოჩნდა, რომ ყველას ჰქონდა გადაადგილების უფლება. გავითვალისწინოთ, რომ ერთ დღეში ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს, რამდენიმე ათეულ ათას მანქანაზე გვჭირდებოდა ოპერატიულად დამენეჯმენტება, რომ მათი საშვები ყოფილიყო.
წარმოიდგინეთ, ერთი დღისთვის ეს რა მოცულობის სამუშაოა, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
- 21 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოსცა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















