
„მეც კი შოკირებული ვარ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია წერს.
სავარაუდოდ გვარამიას სტატუსი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს უკავშირდება.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების დეტალების ნაწილი გასაჯაროვდა.
ბრიფინგზე გამოაქვეყნეს აუდიო ჩანაწერიც, რომელიც საქმის ფიგურანტის 112-ში ზარს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცხრასაათიანი მთავარი – მეც კი შოკირებული ვარ. დაელოდეთ.
Posted by Nika Gvaramia on სამშაბათი, 07 ივლისი, 2020























