13:20 | 2020-10-02 ავტორი: Prime Time

მეწყერში მოყოლილ ოჯახს ამ დრომდე ეძებენ – ფოტოები სტიქიის ზონიდან

მეწყერში მოყოლილ ოჯახს ამ დრომდე ეძებენ – ფოტოები სტიქიის ზონიდან

1-ელ ოქტომბერს ბათუმში მოსულმა უხვმა ნალექმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერული პროცესები გამოიწვია. მეწყერმა ლევან თედორაძის საცხოვრებელი სახლი და გზაზე მიმავალი „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილი წაიღო.

 

საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი – ლევან თედორაძე, მისი მეუღლე მაია ბერიძე და მათი არასრულწლოვანი შვილი, მურმან თედორაძე იმყოფებოდნენ, ხოლო ავტომობილში სოფელ ერგეში მცხოვრები ბექა ბოლქვაძე და მასთან სტუმრად მყოფი ხელვაჩაურის მკვიდრი, რომლის ვინაობა ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია.

 

ბექა ბოლქვაძე
ბექა ბოლქვაძე

 

სამძებრო ღონისძიებები წუხელ საღამოს შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი ასზე მეტი მაშველია მობილიზებული, როგორც აჭარიდან, ასევე მეზობელი რეგიონებიდან და დედაქალაქიდან. ადგილზე დამატებით კიდევ 50 მაშველის ჩამოსვლას ელოდებიან. დაზიანებულია სოფელთან მისასვლელი გზა. სოფელს, ასევე არ მიეწოდება ელექტროენერგია და გაზი.

სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით დაკარგულ 5 ადამიანს ვერ პოულობენ.

 

ავტორი: Prime Time

X