10:02 | 2021-09-21 ავტორი: Prime Time

მეცნიერების ახალი აღმოჩენა – როგორ დავიცვათ თავი ერთდროულად ყველა ვირუსისგან

მეცნიერების ახალი აღმოჩენა – როგორ დავიცვათ თავი ერთდროულად ყველა ვირუსისგან

ახალი ვირუსები მუდმივად საფრთხეს უქმნის კაცობრიობას, ისევე როგორც ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი – COVID-19. ვირუსების აფეთქებისას მეცნიერები იწყებენ ანტივირუსული პრეპარატების დამზადებას, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, სხვა შემთვევაში კი, უბრალოდ ვაქცინა არ მუშაობს.

 

​მეცნიერებმა შეიმუშავეს მეთოდი, თუ როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Cell Reports -ში.

მსხლის ხე, რომლის ადგილას სხალთის მონასტერია, გაჩეხვის მერე ისევ მრთელდებოდა
2021-09-21მსხლის ხე, რომლის ადგილას სხალთის მონასტერია, გაჩეხვის მერე ისევ მრთელდებოდა

 

ამერიკელმა მეცნიერებმა მასაჩუსეტსის შტატიდან, გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად ვირუსების „აქილევსის ქუსლი“ აღმოაჩინეს – პროტეინი „AGO4“.

 

AGO4 არგონავტების ოჯახის ერთ-ერთი პროტეინია. ამ დრომდე მისი როლი გაურკვეველი იყო, თუმცა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ პროტეინს აქვს უნიკალური ანტივირუსული მოქმედების შესაძლებლობა.

 

კვლევის ავტორებმა აღნიშნული პროტეინი გამოსცადეს თაგვებზე და აღმოაჩინეს, რომ ის იყო მგრძნობიარე სხვადასხვა სახის ვირუსების მიმართ, მათ შორის გრიპზეც. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ძუძუმწოვრებში AGO4-ის დაბალმა დონემ ინფიცირების ალბათობა გაზარდა. აქედან გამომდინარე მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ამ პროტეინის დონის გაზრდა სხეულში ხელს შეუწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას და დაცვას სხვადასხვა სახის ვირუსებისგან.

 

ამ ეტაპზე, მკვლევარები აგრძელებენ მუშაობას და იმის დადგენას, თუ როგორ შეიძლება გაზარდონ აღნიშნული პროტეინის დონე.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X