15:14 | 2021-11-07 ავტორი:

აღმოაჩინეს გენი, რომელიც აორმაგებს ფილტვების უკმარისობას – გაიგეთ მეტი ამ საშიში გენის შესახებ

აღმოაჩინეს გენი, რომელიც აორმაგებს ფილტვების უკმარისობას – გაიგეთ მეტი ამ საშიში გენის შესახებ

ოქსფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა გამოავლინეს გენი, რომელიც აორმაგებს ფილტვების უკმარისობასა და კოვიდისგან სიკვდილის რისკს.

 

მათი თქმით, სამხრეთ აზიური წარმოშობის ადამიანების დაახლოებით 60% და ევროპული წაერმოშობის ადამიანების 15% ატარებენ გენის მაღალი რისკის ვერსიას. მკვლევარების თქმით, ვაქცინაცია ხელს უწყობს ამ რისკების მნიშვნოლოვნად შემცირებას.

 

გენი LZTFL1-ის სახელითაა ცნობილი. ის სასუნთქი სისტემის შემადგენელ უჯრედებს ხელს უშლის, ებრძოლოს SARS-CoV-2-ს, რომელიც COVID-19-ად წოდებულ დაავადებას იწვევს.

 

მკვლევარები თვლიან, რომ გენის სარისკო ვერსია ადამიანების ფილტვებს უფრო მგრძნობიარეს ხდის COVID-19-ის მიმართ. ისინი ვარაუდობენ, რომ მაღალი რისკის გენი არღვევს ძირითად დამცავ მექანიზმს, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებენ ფილტვების უჯრედები კოვიდისგან თავის დასაცავად.

 

უკანასკნელი მიგნება წინა კვლევის ერთგვარი გაგრძელებაა. წინა კვლევის დროს, სპეციალისტებმა ადამიანის მე-3 ქრომოსომაში არსებულ დნმ-ში აღმოაჩინეს რეგიონები, რომლებიც 65 წელს ზემოთ ასაკის ინდივიდების COVID-19-ით გარდაცვალების რისკს ზრდიდა. ახლა კი მათ ყურადღება იმ გენზე გაამახვილეს, რომელიც ამაში უშუალოდ არის ჩართული.

 

“ჩვენ მიერ მიკვლეული გენეტიკური ფაქტორი ხსნის, რატომ ავადდება ასე მწვავედ კორონავირუსით ინფიცირებული ზოგიერთი ადამიანი. ასევე, გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია პათოგენზე ფილტვების რეაქცია, რადგან მკურნალობის მეთოდები უმეტესწილად არა მათი, არამედ ვირუსისა და იმუნური სისტემის ურთიერთქმედების შეცვლაზეა ორიენტირებული”, — ამბოობს ერთ-ერთი მკვლევარი, ჯეიმს დევისი.

 

მეცნიერების თქმით, ეს ყველაფერი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობას ადასტურებს, რადგან ვაქცინა იმუნურ სისტემას აძლიერებს.

ავტორი:

X