
თიკა მახალდიანის მეუღლე, თემო პირველაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ოჯახი გამოძიებას ელოდება.
„მინდა მივმართო ასევ იმ საცოდავს მეცოდება მისი შვილები და მეუღლე თვითონ ის არ და ვერ შემეცოდება, ვურჩევ, რომ გაიაზროს რაც ჩაიდინა და ეყოს კაცობა და სასამართლოზე აღიაროს და თვითონ მოითხოვოს სასჯელი, ეს იქნება მისი მონანიება.
თუ შინა პატიმრობა უნდა და ურჩევნია გააკეთოს პირადად ჩემთვის უკეთესია უფრო ადვილად მივწვდები.
თამუნას ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ ჩემ ცოლ-შვილს ვერ უყურებ ესეთ მდგომარეობაში. ჩვენ ოჯახი არანაირ ზედმეტ რეაგირებას არ ვაკეთებთ ველოდებით გამოძიებას.
დიდი იმედი მაქვს რომ სწორ და ზუსტ შედეგს და სასჯელს დადებენ“, – წერს თიკა მახალდიანის მეუღლე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს, საღამოს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტრაგედია დატრიალდა.
მიმდებარე კორპუსიდან გასროლილ ბრმა ტყვიას საკუთარ სახლში მყოფი ახალგაზრდა ქალის, თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილი, მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა. ის მე-8 სართულზე მდებარე სახლში ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ტყვიამ მისი ფანჯარა ჩამსხვრია და ქალს თავის არეში მოხვდა.
ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარი სახლის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა.






















