22:10 | 2020-04-19 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მეუფე გერასიმემ მედიკოსები დალოცა და აღდგომის დღესასწაული მიულოცა

მეუფე გერასიმემ მედიკოსები დალოცა და აღდგომის დღესასწაული მიულოცა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოსა და ენგურის ხიდზე მდებარე სამხედრო კარავში მივიდა.

 

მეუფე გერასიმემ ინფექციურის ექიმებს მადლობა გადაუხადა და აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

 

მიტროპოლიტმა ექიმებს,სიმბოლურად გადასცა სააღდგომო საჩუქარი და აღდგომის ხატები დაურიგა.

 

დღეს ზუგდიდის ინფექციურიდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული რიგით მეორე პაციენტი საბერიოს მკვიდრი 50 წლის ქალი გაეწერა. მეუფე ასევე ადგილზე გაეცნო და გაესაუბრა ენგურის ხიდზე მდებარე საველე კარავში მომუშავე მედიკოსებს.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X