13:28 | 2021-06-10 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მეუფე იაკობი: პარლამენტში არ ჰყოფნით ნერვები და ერთმანეთს ურტყამენ, რა გასაკვირია, ნინოწმინდის პანსიონში, პატარას ღონიერმა უფროსმა სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენა

მეუფე იაკობი: პარლამენტში არ ჰყოფნით ნერვები და ერთმანეთს ურტყამენ, რა გასაკვირია, ნინოწმინდის პანსიონში, პატარას ღონიერმა უფროსმა სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენა

პარლამენტში არ ჰყოფნით ნერვები და ერთმანეთს ურტყამენ, რა გასაკვირია, მასეთ დაწესებულებაში, პატარას ღონიერმა უფროსმა სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენა, მთავარია შეგნება, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას განაცხადა.

 

ნინოწმინდაზე ვფიქრობ, ასეთი რამე მოხდა – ადამიანებს ერთმანეთს შორის რამე თუ არ გვილაგდება, ამ შემთხვევაში, მეუფე სპირიდონი და ქალბატონი ნინო ლომჯარია, არ იყო პიროვნული ურთიერთობა და როდესაც არ შეუშვეს სახალხო დამცველი, მერე სხვებიც ჩაერთნენ, გაგვახსენდა კანონი, რადგან კანონი აბსოლუტურად ითვალისწინებს, პიროვნულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ის, რომ ეს საკითხი გახდა ყველას სალაპარაკო. თუ რამე დარღვევა იყო, სერიოზულად უნდა გამოიკვლიონ, დამნაშავე, რა თქმა უნდა, დაისჯება, მაგრამ თუ რამეს ვაბრალებთ, აუცილებლად უნდა ვეცადოთ ხოლმე.

 

ბევრი გრანტებზე მონადირე ადამიანი ვნახე, თუ რამე დარღვევაა, უნდა გამოსწორდეს. შეხედეთ რა ხდება, ნინოწმინდაში და საერთოდ, ჯავახეთში, ეს ერთ-ერთი მცირე ადგილთაგანი იყო, სადაც ქართული სიტყვა ისმის. გაეროს ბავშვთა ფონდი მუშაობს მაგ საკითხზე, საერთაშორისო ორგანიზაცია, სახელმწიფო და ჯანდაცვის სამინისტროდან სოციალური მუშაკების ჯგუფია ჩართული და ჩვენც, საპატრიარქოს წარმომადგენლები. თუ რამე ფუჭდება, დროზე უნდა გამოვასწოროთ.

 

კარგი ამბავი! - პირველად საქართველოში, უწყვეტი სამედიცინო განათლების „კრედიტ ქულები“ შეიქმნა
2021-06-10კარგი ამბავი! - პირველად საქართველოში, უწყვეტი სამედიცინო განათლების „კრედიტ ქულები“ შეიქმნა

 

სისულელეს რომ ლაპარაკობენ, მაცივარში გვამებიო… პარლამენტში არ ჰყოფნით ნერვები და ერთმანეთს ურტყამენ, რა გასაკვირია, მასეთ დაწესებულებაში, პატარას ღონიერმა უფროსმა სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენა, მთავარია შეგნება. მე წამორტყმასაც არ მივესალმები. როდესაც გაუპატიურებაზე საუბრობენ, ფაქტი ხომ უნდა იყოს. თუ ასეთი ფაქტი არსებობს, უმკაცრესად დაისჯებიან. ციხეშიც კი, როდესაც აუპატიურებდნენ, იმავეს უკეთებდნენ.

 

2018 წელს იყვნენ შესულები სახალხო დამცველის წარმომადგენლები. როდესაც მათ მოიარეს ყველაფერი, მეუფე სპირიდონმა ჰკითხა, თქვენ ჰომოსექსუალიზმი ცოდვად მიგაჩნიათ თუ არაო, იმათ უთხრეს – არაო. მეუფე სპირიდონისთვის ეს ყოველთვის ცოდვად დარჩება, თუ სახელმწიფოს კონსტიტუციას უყურებს, ჩვენ 10 მცნება გვაქვს და არანაირი სიძვა არ შეიძლება, რა ფორმითაც არ უნდა იყოს. 2016 და 2018 წელს თუ დარღვევები იყო, ხომ შეიძლებოდა საპატრიარქოში გვცოდნოდა, ეს ამბავი ჩემამდე არ იყო მოტანილი.

 

მეუფე სპირიდონს უნდოდა იქ ქართულ სიტყვასა და ქართულ სულს ეცხოვრა, მაგრამ არიან ადამიანები, შორსაც არ იყურებიან. ეკლესიას ასე რომ უტევთ ამ არჩევნების წინ და ამდენი რუსული პარტია შემოდის, ხომ ხედავთ, ხალხში აცხადებდნენ, სახალხო დამცველი გაუშვითო. („მთავარ არხს“ უთხრა ეს) დამნაშავე ვინც არის, ბოლომდე დავსაჯოთ. ცოდო არ არის ბავშვი? თუ არ შეგიძლია საქმის კეთება, წადი, სხვა საქმე აკეთე“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

როგორ შევურჩიოთ ოთხფეხა მეგობრებს საკვები სწორად - happy dog&happy cat ჯანმრთელობის და ბედნიერების გარანტიაა
2021-06-10როგორ შევურჩიოთ ოთხფეხა მეგობრებს საკვები სწორად - happy dog&happy cat ჯანმრთელობის და ბედნიერების გარანტიაა
   
კარგი ამბავი! - პირველად საქართველოში, უწყვეტი სამედიცინო განათლების „კრედიტ ქულები“ შეიქმნა
2021-06-10კარგი ამბავი! - პირველად საქართველოში, უწყვეტი სამედიცინო განათლების „კრედიტ ქულები“ შეიქმნა

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X