
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი კვლავ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება და მკურნალობას განაგრძობს.
როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა, ვირუსის მიმდინარეობისას რაიმე გართულებას ადგილი არ ჰქონია და მეუფეც უკეთესად გრძნობს თავს.
„მეუფე უკეთესად არის, მაგრამ ჯერ ისევ ჩვენთან წევს. ვირუსის მიმდინარეობისას რაიმე გართულება არ ყოფილა. თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ მკურნალობა ისევ გრძელდება“, – გვითხრა ლალი ტურძელაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოდბელ მთავარეპისკოპოსსს მეუფე იაკობს ახალი კორონავირუსი 26 დეკემბერს დაუდასტურდა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 1 800 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 489 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 20.























