00:23 | 2020-05-06 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მეუფე იაკობი – სინოდი ძალიან შემიყვარდა

მეუფე იაკობი – სინოდი ძალიან შემიყვარდა

„სირცხვილია რომ იძახიან, 70 წლის ადამიანი გარეთ არ გამოვიდეს, ვინ გადაუწყვიტა იმ ადამიანს, რატომ არ უნდა გავიდეს?!

 

ყველას შეგვიძლია სიფრთხილე და აუცილებელია, მაგრამ ღმერთმა როგორ გვაჩვენა ყველაფერი,”- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, მრევლს ლოცვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას მიმართა.

 

მეუფემ ეკლესიის ქონების საკითხსა და სინოდის ერთობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სინოდი ძალიან უყვარს და მასთან ვერანაირი ძალა ვერ დააშორებს.

 

„სულით მდიდრები ვართ. ჩვენი ეკლესია ღარიბი ეკლესიაა ქონებით, სხვებს ბევრი რამე ჰქონდათ დასაკარგი, ჩვენ არაფერი არ გვქონდა. ყველაფერი კარგად იქნება.

 

სინოდში ძლიერი ერთობაა და იცოდეთ, რა ძალამ უნდა დაგვაშოროს, მაშინ მოღალატეები გავხდებით ქრისტესი, სამშობლოსი და დედაეკლესიის. ბოლო ჟამი სხვანაირად კი არ იქნება, ასე იქნება და ბევრი შეშინდება, ყველამ გმირობა გამოაჩინა.

 

ვისაც შეეშინდა ისინიც გმირები არიან იმიტომ, რომ საშუალება მოგვცეს, რომ გველოცა, ყველას შევუნდოთ და არავინ განვიკითხოთ. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ ქვეყანას.

 

პატრიარქი გვაჩვენებდა როგორ უნდა მოვქცეულიყავით ამ განსაცდელის ჟამს. სინოდი ძალიან შემიყვარდა იმიტომ, რომ ისეთი ერთსულოვნება გვქონდა გაგიკვირდებათ, კიდეც ვუთხარი და სხვებმაც აღიარეს.

 

კიდევაც განვიკითხავთ ადამიანები ვართ, ზოგს შეიძლება ერთმანეთის მიმართ შური ჰქონდა, უფალმა დაგვაძლევინა, როგორც მამასთან საძმო ადრე ნაკურთხები უფროსი ძმები და შემდგომში ჩვენ ერთად მივდიოდით თქვენთან ერთად თქვენი შემწეობა რომ არ გვქონოდა.

 

მთელი მსოფლიო დააჩოქეს, ერთადერთი ჩვენი ეკლესია იყო 87 წლის ადამიანი სულით და ხორცით ქრისტიანი, ქართველი ჩვენი მამამთავარი, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი უფალმა მთავარსარდლად გამოირჩია და სხვები თუ მაპატიეთ და ლეიბზე წამოწოლილებს გვაჩვენებდნენ დიდ ტაძრებში ხალხის გარეშე.

 

პატრიარქი ხალხთან ერთად იყო და და მიუძღვებოდა ქრისტეს ლაშქარს, თქვენ ხართ ქრისტეს ლაშქარი”,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X