16:23 | 2020-05-29 ავტორი: Prime Time

მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის? – ბოკერიამ გახარიას ტონი დაუწუნა

მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის? – ბოკერიამ გახარიას ტონი დაუწუნა

მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის? – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში განაცხადა.

 

გიგა ბოკერიამ გიორგი გახარიას ოპოზიციის პატივისცემისკენ მოუწოდა.

 

თინა ბოკუჩავას გამოსვლამ პარლამენტში შს მინისტრი გაახალისა - რა რეაქცია ჰქონდა მას (ვიდეო)
2020-05-29თინა ბოკუჩავას გამოსვლამ პარლამენტში შს მინისტრი გაახალისა - რა რეაქცია ჰქონდა მას (ვიდეო)

 

„ბატონო პრემიერო დღეს დილიდან კიდევ ახალი ტონი შეარჩიეთ შეურაცხყოფის პარლამენტის? „თქვენთვის დრო არ მაქვს“, „აქ ნუ გამაცდენთ“… ვინ, ვინ წაგახალისათ ძალიან მაინტერესებს ამისთვის, მაინც და მაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის? თქვენ პატივს სცემთ იმათ, ვინც გამცირებთ? ეგ არის თქვენი კრედო? დრო გჭირდებათ მეტი? პანკისში ხომ არ გაქვთ.

 

ოპერაცია ჩასატარებელი, რომ პოლიციის მანქანები დაწვან და მერე ჩავარდეთ და ორ ერზე ილაპარაკოთ ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებთან?

 

თუ გავრილოვი გყავთ ქვეყანაში შემოსაშვები, რომ კრიზისი იყოს და მერე ოპოზიციას აბრალოთ ეს კრიზისი?

 

დიდ გულზე იმათთან ხართ, ვინც ცივილიზებულად გელაპარაკებათ, ხო?“ – განაცხადა ბოკერიამ.

 

ავტორი: Prime Time

X