20:27 | 2020-04-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მეუფე იაკობს ვთხოვ, მეტად მორიდებული იყოს უფროს ადამიანებთან – ამირან გამყრელიძე

მეუფე იაკობს ვთხოვ, მეტად მორიდებული იყოს უფროს ადამიანებთან – ამირან გამყრელიძე

მეუფე იაკობს ვთხოვ, მეტად მორიდებული იყოს უფროს ადამიანებთან – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს.

 

„თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე ეკლესიაზე შეტევა შეიძლება განვახორციელო? მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ამიტომ ძალიან ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ელაპარაკება და ესაუბრება.

 

ორჯერ ესწრებოდა იმ სხდომას, როცა მე საპატრიარქოში ვიყავი და იცის მან, რაზეც ვისაუბრე იქ. მე ამ წითელ პარასკევს და აღდგომის წინა დღეებში არ შევალ დისკუსიაში მათთან. ექიმი ვარ და ჩემი განცხადებები გამომდინარეობს ჩემი საექიმო მრწამსიდან“, – თქვა გამყრელიძემ.

 

"მეტო მორიდება"

📌 "მეტი მორიდება"➡ ამირან გამყრელიძე მეუფე იაკობს პასუხობს

Gepostet von TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი am Freitag, 17. April 2020

 

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსის პანდემიის გამო მოსახლეობის გაფრთხილებისთვის შემდეგი სიტყვებით გააკრიტიკა:

 

„როდესაც გაჰკივიან და რომ გვიყვირიან, არავინ არ ვართ მაგათგან ისე დავალებული, რომ ასე გვიყვირონ. ტონს არ იცავენ, როდესაც კუბოებზე ლაპარაკობენ. თვითონაც თავს თუ ვერ იკავებენ, ჯერ ფსიქოანალიტიკოსებთან გაიარონ და მერე დაგველაპარაკონ”, – განაცხადა ეპისკოპოსმა.

 

სასულიერო პირმა იმნაძისგან და გამყრელიძისგან მოსახლეობის გაფრთხილებისთვის ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X