
ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში სპორტული მოედანი გაიხსნა. წითელი ლენტი საზეიმოდ მარგვეთის ეპარქიის მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა მელქისედეკმა გაჭრა.
მეუფემ ბავშვებს ფეხბურთის ბურთები გადასცა და ახლადგახსნილ მოედანზე სიმბოლურად პენალტიც დაარტყა, თუმცა წარუმატებლად. სამაგიეროდ გოლი მარგვეთის ეპარქიის სხვა მღვდელმსახურმა გაიტანა.






















