23:14 | 2020-03-21 ავტორი: Prime Time

მეუფე ნიკოლოზი – ჩვენ ვენდობით ჩვენს მთავრობას, ჯანდაცვის უწყებებს და საზოგადოებაც გვენდოს ჩვენ

მეუფე ნიკოლოზი – ჩვენ ვენდობით ჩვენს მთავრობას, ჯანდაცვის უწყებებს და საზოგადოებაც გვენდოს ჩვენ

„აღდგომის წირვაზე, ადამიანს რომ უთხრა, არ მოხვიდე ეკლესიაში, საპირისპირო რეაქციას გამოიწვევს. ჩვენ ვენდობით ჩვენს მთავრობას, ჯანდაცვის უწყებებს და საზოგადოებაც გვენდოს ჩვენ,” – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

 

როგორც მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, ქართული ეკლესია გაერკვევა საგანგებო მდგომარეობის პირობებში გაცემულ რეკომენდაციებს და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებს.

 

„ჩვენს ქვეყანაში მთავარი აქცენტი გაკეთებულია პრევენციაზე და არა მკურნალობაზე. ეს პრევენცია დამოკიდებულია თვითშეგნებაზე. ჩვენ უნდა ავუხსნათ ადამიანებს ეს ინსტრუქციები. მეც ვცდილობ, რომ შევასრულო. ჩვენ ვერ ვაიძულებთ ვერავის ვერაფრის გაკეთებას. თუ ადამიანს უნდა რომ კანონი დაარღვიოს, დაარღვევს,” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, თუ მრევლი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წირვას ვერ ესწრება, ეკლესია მას არანაირ პასუხისმგებლობას არ აკისრებს.

 

„მე ასე მოვუწოდებდი მრევლს – ამ რეკომენდაციის დაცვა, თუნდაც თავის შეკავება მსახურებაზე მოსვლისგან ან, გარკვეულწილად, ზიარებისგან, ცოდვა არ არის. ეს ისედაც ხდება ეკლესიაში, როდესაც უძლურად არის ადამიანი, არ მოდის. ჩვენ ამის გამო არ ვსჯით ადამიანებს. არანაირ პასუხისმგებლობას არ ვაკისრებთ. გამოჯანმრთელდება და მოვა. ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს რეკომენდაციები იმისთვისაა, რომ ჯანმრთელად ვიყოთ და არავინ იბრძვის, რომ დაემართოს ეს ვირუსი,” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

 

პრემიერის განცხადებით შეზღუდვა შეეხება მასობრივ თავმყრილობებს. აიკრძალება შეკრება სადაც 10 კაცზე მეტი მონაწილეობს. შეზღუდვა გავრცელდება ეკლესიებში მრევლის შეკრებაზეც.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის ვადამ გადმოიწიოს - მამა ანდრია ჯაღმაიძე
2020-03-21შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის ვადამ გადმოიწიოს - მამა ანდრია ჯაღმაიძე
ავტორი: Prime Time

X