
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, ნიკოლოზი მოსკოვში ჩავიდა. მეუფემ მოსკოვში მის ნათესავს ანდრეი რუბლიოვის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დამფუძნებელს – დავით არსენიშვილს ყოველწლიური პანაშვიდი გადაუხადა.
ინფორმაციასა და ფოტოებს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, მღვდელი ნიკოლაი ბალაშოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს .
„ვერავინ და ვერაფერი შეძლებს ჩვენი ერთიანობის დაშლას“, – ამბობს მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.
მღვდელი ნიკოლაი ბალაშოვი წერს, რომ მიტროპოლიტ ნიკოლოზთან ერთად ტაძარში მსახურება სლავურ და ქართულ ენებზე შესრულდა. დღეს კი მეუფე სამეცნიერო კონფერენციაზე „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ ისაუბრებს.






















