22:31 | 2020-03-25 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მეუფე საბა ადასტურებს, რომ ქართველ დეკანოზს კორონავირუსი დაუდგინდა

მეუფე საბა ადასტურებს, რომ ქართველ დეკანოზს კორონავირუსი დაუდგინდა

ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტი მეუფე საბა ინწკირველი ადასტურებს, რომ ქართველ დეკანოზს, რომელიც აშშ იმყოფება, კორონავირუსი დაუდასტურდა. მღვდელმთავარი განმარტავს, რომ მრევლი და ყველა, ვისაც შეხება ჰქონდა დეკანოზთან, გაფრთხილებულია საფრთხის შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი“ ავრცელებს. საიდან მოხდა მისი დაინფიცირება, ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

„დეკანოზს გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსი. საბედნიეროდ არ არის იმის რისკი, რომ მისგან შესაძლოა ვინმე დაინფიცირებულიყო, რადგან წინა კვირის განმავლობაში მას არ ჰქონია შეხება ქართველ მრევლთან. მას უწევდა გარკევული სამუშაოს წარმოება უცხოელებთან და ვვარაუდობთ, რომ სწორედ მათგან დაინფიცირდა დეკანოზი. მიუხედავად ამისა, ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ ქართველი მრევლი, რომლებთანაც ორი კვირის განმავლობაში მას ჰქონდა კონტაქტი.“ -განაცხადა მეუფე საბამ ინწკირველმა.

 

ქართველ მღვდელს კორონავირუსი დაუდასტურდა - გიორგი ტიგინაშვილი
2020-03-25ქართველ მღვდელს კორონავირუსი დაუდასტურდა - გიორგი ტიგინაშვილი

 

დაინიფიცირებული სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის მკურნალობას სახლში აგრძელებს. მას დისტანციურად, ყოველდღიურ რეჟიმში აქვს კონტაქტი ექიმებთან. იქიდან გამომდინარე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მისი კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ დადგა დღის წესრიგში.

 

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ეპარქიებში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველს სასულიერო პირს დაუდასტურდა კორონავირუსი.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X