
პასუხის პასუხი – მამა ანდრია სარია ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებას შემდეგი პოსტით ეხმაურება:
„ყველა მღვდელმთავარსა და მღვდელს ვუსმინე, მაგრამ გაგება გამიჭირდა (გულწრფელად ვამბობ).
მეუფე იაკობი, როდესაც გვლანძღავს, მესმის მისი, გამოსულია მწყობრიდან და პასუხი არა აქვს მის შეუფერებელ და სამარცხვინო ქცევებზე (მუქარა, ძალადობრივი მოწოდება, ბილწსიტყვაობა, სიმთვრალე და ა.შ) და არც არსებულ ფაქტებზე.
სანამ საგანგებო სიტუაცია გამოცხადდებოდა ქვეყანაში, მანამდე უნივერსიტეტში ფეხით და მეტროთი დავდიოდი, თან ადამიანებისგან ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი, სიმართლე რომ ითქვას.
შემიძლია შევთავაზო მღვდელმთავრებს: იაკობს, ნიკოლოზს, ანდრიას ჩამოვიდნენ დაბურული „კლასის“ ტრანსპორტიდან და მათთან ერთად გავივლი ფეხით, მაშინ ნახავენ მოსახლეობის რეაქციას, მე არ შევაფასებ და იქ გამოჩნდება ყველაფერი…
ფეხით დავდივარ და იმალებაო, მეუფე იაკობმა. ამბობს ეშინიათო: დიახ, გვეშინია მხოლოდ ღმერთის, მისგან განსხვავებით!!!
გასაკვირია პირდაპირ!! ასევე, კარგი იქნებოდა ჟურნალისტს მინიმუმ მწვავე კითხვა დაესვა ნიკოლოზისთვის:
მეუფეო, წმინდა სახარება ძალადობის წიგნად როდიდან იქცა?! ან სიცრუისა და ნახევარი სიმართლის რელიგიად მართლმადიდებლობა?!
სამწუხაროდ, ეს ობიექტური კითხვა ვერ მოვისმინე, ასევე ეს თემა ვახო სანაიასთან წამოწია ანდრიაძემ და რატომღაც ბრალი გვედება ჩვენ!
მართალია ჩვენ ვითხოვდით, ვითხოვთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მოთხოვნას, სინოდი ჩაინიშნოს და ეს თემა იქნეს განხილული.
მანამ არ განიმუხტება კრიზისი, სანამ არსებული პრობლემა არ იქნება აღიარებული, შეკითხვებზე პასუხი გაცემული და არ იზეიმებს სამართლიანობა კანონის უზენაესობით და მიუკერძოებლად!
შორენას „სკოლის“ წარმომადგენლებს დაბადებიდან არ ყოფნით ეთერში დრო და როცა მიდიან წარმოადგენენ განქარვებულ მარილს და მათი შემხედვარე ნამდვილად გაუჭირდება ადამიანს ღმერთი ადიდოს?!“, – წერს დეკანოზი ანდრია.
შეგახსენებთ, ბოდბელი ეპისკოპოსი მამა ანდრია სარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მღვდელმონაზონი საპატრიარქოს მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობს.
მეუფე იაკობი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში მამა ანდრია სარიას ყველა საეკლესიო რეგალია ჩამოერთმევა და მას ცილისწამებაში ადანაშაულებს.






















