
პოსტ კოვიდური მკურნალობის შემდეგ ლოგინად ჩავარდნილ მსახიობს დახმარება სჭირდება. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი, ზურა ლომიძე კორონავირუსით რამდენიმე თვის წინ, ოჯახის წევრებთან ერთად დაინფიცირდა.
კოვიდ-19- ით გამოწვეული გართულებების გამო, მას მეუღლე გარდაეცვალა, თავად კი ოთხთვიანი მკურნალობის მიუხედავად, საწოლს მიჭაჭვული დარჩა.
საზოგადოებას ფინანსური დახმარება მისმა ნათესავებმა სთხოვეს, რაც მსახიობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს და საკმაოდ ძვირი ჯდება.
მსახიობის დასახმარებლად უკვე მზადდება სოციალური კამპანია და მიმდინარეობს კლიპის მზადება, სადაც საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, მოქალაქეებს დახმარებისკენ მოუწოდებენ.
ზურა ლომიძე თელავის დრატულ თეატრში თითქმის ორი ათეული წელია მუშაობს და ბევრი სახასიათო და მთავარი როლი აქვს შესრულებული.
ანგარიშის ნომერი: GE43TB7096845061100119
მიმღები: მურთაზ ლომიძე
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:























