
მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა 1976 წელს დაბადებული კ.მ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა რომ, დაკავებულმა მამაკაცმა მეუღლეს-1980 წელს დაბადებულ რ.კ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.






















