
პროექტის „დამიცავი, პატარა ვარ“ ფარგლებში, სოციალურ ქსელში მორიგ ისტორიას აქვეყნებს. ამბავი ეხება გოგონას, რომელზეც 5 წლის ასაკიდან სექსუალურად ძალადობდნენ.
„პრაიმტაიმი“ ისტორიას უცვლელად გთავაზობთ:
„გამარჯობა, ვარ 22 წლის, მინდა მეც მოვყვე ჩემი ამბავი. დაახლოებით 5-6 წლის ვიქნებოდი, როცა მეზობლის ბიჭმა, რომელიც ჩემზე უფროსი იყო, ჩემზე სექსუალურად იძალადა.
ეს ამბავი მაშინ გავიაზრე, როცა 13 -14 წლის ვიყავი, მქონდა კითხვები, შეიძლებოდა თუ არა, წლების მერე დავორსულებულიყავი და სულ შიშში ვიყავი, ეს სულ ერთხელ მოხდა, მაგრამ მცდელობა ხშირად ჰქონდა, თუმცა ამაოდ.
ეს ამბავი ვერავის მოვუყევი, სანამ „სირცხვილია, რას იტყვის ხალხი“ არ დავაიგნორე.
მეორე ამბავი უკვე 12 წლისას შემემთხვა, როცა სოფელში მეზობელი კაცი ღამე შემთხვევით შემეჩეხა ჩემი სახლის ჩასახვევში. წამოდი, მიგაცილებ სახლამდეო. გზადაგზა ვგრძნობდი, როგორ მკიდებდა მკერდზე ხელს. მითხრა, ჩაუწიე ტელეფონს სინათლეო. როცა ვუთხარი, რომ ვერ ვხედავდი, უკვე ყვირილი დაიწყო, ჩააქრეო, და ამ დროს ვითომ მემშვიდობებოდა – მომვარდა და მაკოცა.
დღემდე ვერ ვივიწყებ, რაც გააკეთა. უცბად მოვიგონე დედა გამოვიდა და უნდა უნდა წავიდე-მეთქი და ვითომც არაფერი, გამიშვა.
დღეს ეს კაცი ბავშვის გაუპატიურების მცდელობის გამო ციხეშია. კიდევ უამრავი იყო სექსუალური შევიწროება თუმცა მინდა, ასაკით პატარა გოგოებს გითხრათ, რომ თუ თქვენ ხმას ამოიღებთ, აუცილებლად მოგისმენთ ყველა და გვერდში დაგიდგებათ!
მე სახლში ხმა ამოვიღე და ყველას მოვუყევი, მე გადავრჩი და დამიჯერეს! ამიტომ არასდროს გაჩუმდეთ“, – წერს ძალადობის მსხვერპლი“,- ჰყვება გოგონა.
სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი – „დამიცავი პატარა ვარ“ შექმნილია სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს.
ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები























