16:20 | 2020-12-07 ავტორი: Prime Time

„მეზობელთან მთვრალი შევიდა და 10 წლის ბავშვს ხელებს უფათურებდა“ – რას ყვებიან კახეთში დაკავებულ მამაკაცზე

„მეზობელთან მთვრალი შევიდა და 10 წლის ბავშვს ხელებს უფათურებდა“ – რას ყვებიან კახეთში დაკავებულ მამაკაცზე

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა დამატებითი ინფორმაცია კახეთში, სავარაუდო პედოფილიის ფაქტზე დაკავებული მამაკაცის შესახებ. სიღნაღის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 42 წლის კაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე აიყვანეს.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დანაშაულის შესახებ მშობლებს თავად ბავშვმა უამბო, რომელიც 10 წლის გახლავთ. ამის შემდეგ დედამ პოლიციას მიმართა და მამაკაცი დააპატიმრეს.

 

ბრალდებული დაზარალებულის მეზობელად ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ მომენტში ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 

შვიდმა მამაკაცმა 13 წლის გოგონას ძალადობაში დასდო ბრალი და მისი დასჯა მოითხოვა - ამბავი გასული საუკუნის საქართველოდან
2020-12-15შვიდმა მამაკაცმა 13 წლის გოგონას ძალადობაში დასდო ბრალი და მისი დასჯა მოითხოვა - ამბავი გასული საუკუნის საქართველოდან

 

„მთვრალი შებოდიალებულა მეზობელთან. ბავშვი მარტო მოუხელთებია და ხელის ფათური დაუწყოო. 10 წლისაა ეს ბავშვი. დედას მოუყვა ყველაფერი და მერე უკვე პოლიციაც მოვიდა და წაიყვანეს“, – ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

მეზობლების ნაწილი, ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.

 

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლის სახლში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. მომხდარი ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო და პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა.

 

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

 

წინასწარი შეცნობით 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – განგვიმარტეს შსს-ში.

 

ავტორი: Prime Time

X