
ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველის, ანა აბაშიძის თქმით, გუშინ გამართული პესკონფერენციის შემდეგ, მეზობლებმა მათ ეზოში პომიდვრები ესროლეს. ამის შესახებ მან „ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა.
“ჩვენ დღეს პომიდვრებს გვესროდნენ იმისთვის, რომ ქალს ვიცავთ და გამვლელები გვლანძღავენ ადვოკატებს.
პირდაპირი მნიშვნელობით, პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტს რომ ვეწერებოდით, მეზობლები კორპუსებიდან პომიდვრებს ისვრიან ადვოკატების მიმართ, რომლებიც თავის საქმიანობას ასრულებენ”,- განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100,000 ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ბასილაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.























