
მოხუცი ქალბატონი იუწყება, რომ ის ეკლესიის მოძღვრისგან თავდასხმისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა. როგორც ირკვევა, ქალი წმინდა რაფაილის სახელობის ეკლესიასთან მყოფ უპატრონო კნუტებს აპურებდა და მათთვის წყალიც მიჰქონდა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, სწორედ ამან გააღიზიანა სასულიერო პირი და მოხუც ქალბატონს თავს დაესხა. ვრცელდება ფოტოკადრებიც, თუ რა დაზიანებები აქვს მიღებული დაზარალებულს.
თავის მხრივ, ცხოველთა დაცვის გაერთიანება აცხადებს, რომ ის სასულიერო პირები, რომლებიც პატივს არ სცემენ არათუ ცხოველებს, არამედ არც ადამიანებს, არ არიან ღირსნი ეკლესიაში მოღვაწეობისა. მღვდლის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.























