17:54 | 2020-06-10 ავტორი: Prime Time

მღვდელმა პირბადის ტარების გამო დეპუტატები დაწყევლა

მღვდელმა პირბადის ტარების გამო დეპუტატები დაწყევლა

მღვდელმა მამა სებასტიანე ნეფარიძემ პირდებების ტარების გამო დეპუტატები დაწყევლა.

 

„ჯერ იძახდნენ პირბადე მხოლოდ დაავადებულს უნდა ეკეთოსო! ეხლა ყველასათვის სავალდებულო გახადეს! და არ გაკეთების შემთხვევაში კერძო პირზე ჯარიმა განისაზღვრა 20 ლარით!

 

რას გვიპირებენ ისეთ ადამიანებს რომლებსაც გვაქვს სასუნთქი გზების პრობლემები!? რატომ უნდა მოვკვდე მე ვიღაც ღორი პარლამენტარების თუ სახელმწიფო მოხელის ხუშტურების გამო!?
რატომ უნდა გამწიროს ჩემმა ქვეყანამ 20 ლარისათვის? გაქვსთ ვინმეს პასუხი!?

 

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ პირბადის ტარების დროს სათვალე გვეორთქლება - ბიძინა კულუმბეგოვის რჩევა
2020-06-10როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ პირბადის ტარების დროს სათვალე გვეორთქლება - ბიძინა კულუმბეგოვის რჩევა

 

თავსალაფი დავასხი ისეთ სახელმწიფოს და მის მართველებს სადაც ადამიანი 20 ლარად ფასობს!

 

სადაც იმის გამო უნდა გავიგუდო პირბადით, რომ დაჯარიმების შემთხვევაში 20 ლარის გადახდის საშუალება არ მექნება!

 

წყეულიმც იყოს ყველა ვისაც ხალხი ფეხებზე კიდია და მხოლოდ ფულზე ამყარებენ იმედებს!“, – წერს სოციალურ ქსელში მამა სებასტიანე.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ვისაც ჯანმრთელობის გამო პირბადის ტარება არ შეუძლია, არ დაჯარიმდება

 

უკონდიციონეროდ და პირბადით – წესები, რომლის დაცვაც აბიტურიენტებს მოუწევთ

 

ავტორი: Prime Time

X