23:46 | 2021-06-22 ავტორი: Prime Time

მღვდლის 14 წლის შვილი გარდაიცვალა, რომელსაც სკოლაში წონის გამო აბულინგებდნენ (საბერძნეთი)

მღვდლის 14 წლის შვილი გარდაიცვალა, რომელსაც სკოლაში წონის გამო აბულინგებდნენ (საბერძნეთი)

სოციალურ ქსელში გვერდი „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მღვდლის 14 წლის გოგონა გარდაიცვალა. ტრაგედია საბერძნეთში დატრიალდა. 

ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ილია მეორე რუსეთის პატრიარქს წერილს გაუგზავნის 
2021-06-22ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ილია მეორე რუსეთის პატრიარქს წერილს გაუგზავნის 

 

 

„მღვდლის 14 წლის შვილი (გოგონა) გარდაიცვალა, რომელიც სკოლაში მისი წონის გამო გამუდმებულ ბულინგს განიცდიდა. ამის შემდეგ მან ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა, რაც ტრაგედიით დასრულდა.

 

გარდაცვლილ გოგონას წესი ადგილობრივმა ეპისკოპოსმა, კალამარიის მიტროპოლიტმა იუსტინემ აუგო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

შეგახსენებთ, რომ გოგონას ოპერაცია ორი წლის წინ გაუკეთეს. გოგონას მამა ამბობს, რომ მისი შვილი სამედიცინო შეცდომის გამო გარდაიცვალა.

 

მღვდლის თქმით, ოპერაციის შემდეგ მის ქალიშვილს გაუსაძლისი ტკივილი დაეწყო. ექიმმა კი თქვა, რომ მსგავსი ტკივილი ასეთი ოპერაციის შემდეგ ნორმალურია და ყველაფერი კარგად იქნებოდა. ოჯახმა პატარა გოგონასთვის კუჭის ოპერაციის გაკეთება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ბავშვს სკოლაში წონის გამო აბულინგებდნენ

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X