10:34 | 2020-12-29 ავტორი: Prime Time

მგლოვიარეა, 40-ის მერე ჩემი ლექსიკით ვუპასუხებ – ირაკლი ოქრუაშვილი გიორგი ვაშაძეზე

მგლოვიარეა, 40-ის მერე ჩემი ლექსიკით ვუპასუხებ – ირაკლი ოქრუაშვილი გიორგი ვაშაძეზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის კრიტიკას მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„პრემიერ-მინისტრ ვაშაძეს უთქვამს, ოქრუაშვილმა ოპოზიციასთან მიმართებაში ლექსიკა აკონტროლოსომგლოვიარეა და 40-ის მერე ვუპასუხებ ჩემი ლექსიკით“, – წერს ოქრუაშვილი.

 

ოქრუაშვილი ხაზარაძეს: 2022 არა, 22%-იანი განაკვეთი ბებიაშენისამ
2020-12-28ოქრუაშვილი ხაზარაძეს: 2022 არა, 22%-იანი განაკვეთი ბებიაშენისამ

 

შეგახსენებთ, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლმა ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძეს „ვეფხისტყაოსნის“ ციტატით მიმართა. ოქრუაშვილმა დაწერა: „თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი“. რაზეც გიორგი ვაშაძემ განაცხადა:

 

„სიბინძურის ადგილი პოლიტიკაში არ არის და ყველა პოლიტიკოსმა უნდა ისაუბროს კორექტულად, რაც არ უნდა განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს სხვასთან მიმართებით. მყისიერად გამოვარდნა და მით უმეტეს, პერსონალური თავდასხმები ადამიანებზე არის კატეგორიულად მიუღებელი. ყველა პოლიტიკოსს ვაფრთხილებ, რომ ლექსიკა გაისწორეთ, ცოტა გონზე მოდით და ისაუბრეთ ისე როგორც შეეფერება პოლიტიკოსებს“.

ავტორი: Prime Time

X