
მეუფე იაკობი სუს-ის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ცალკეული ჯგუფების მიერ ეთნიკური შუღლის გაღვივებაზეა საუბარი.
ბოდბელი ეპისკოპოსის შეფასებით, ამ ჯგუფებში სასულიერო პირები არ მოიაზრებიან და ეკლესია პირიქით, შერიგებისკენ არის მოწოდებული.
„ასე რომ ყოფილიყო, მგონია, რომელიმე სასულიერო პირს დაადებდნენ ხელს. ადრე ჩემზე რას არ ამბობდნენ ხომ ხედავთ, რომ მიმტევებელი ვარ“, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.
„მე ვინ უნდა გადამიყვანოს პასიურ მდგომარეობაში, კარგით რაა, ზღაპრებს ნუ მიყვებით. ვინ არის ის თეოლოგი? თეოლოგები კი არა კერპოლოგები არიან, დემონოლოგიაში გადასულები არიან. სახელი მითხარით იმ ადამიანის, რომელმაც შენიშვნა უნდა მომცეს, რომელმა? ჭორებით არ უნდა მელაპარაკოთ.
მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თვითონ საპატრიარქოს წარმომადგენელი ვარ, რისთვის?! ჩემი შიშები აქვთ სხვა რამის გამო იმიტომ, რომ ასე თუ გააგრძელეს მე ვთქვი, სათითაოდ, ყველაზე, ვინც გამოჩნდება ყველაზე ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი ისე კი არა პეტრე, რომ ჭორაობს ქალივით. ჩემი ეშინიათ“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























