
აშშ-ში მგზავრი მოძრავი თვითმფრინავიდან გადახტა. შემთხვევა ლოს-ანჯელესის აეროპორტში მოხდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ABCNEWS-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, რეისი 5365 ლოს-ანჯელესის აეროპორტში ეშვებოდა, როდესაც ერთ-ერთმა მგზავრმა ჯერ კაბინის კარის გაღება გადაწყვიტა, წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კი საგანგებო გასასვლელის გახსნა მოახერხა.
მამაკაცი ასაფრენ ბილიკზე დააკავეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმფრინავის ბორტზე არავინ დაშავებულა.
ასევე ნახეთ:






















