10:45 | 2020-06-15 ავტორი: ნინი ტაველიძე

მგზავრს მატარებელში ოქროთი სავსე ჩანთა დარჩა – სამართალდამცველები ჩანთის პატრონს ეძებენ (შვეიცარია)

მგზავრს მატარებელში ოქროთი სავსე ჩანთა დარჩა – სამართალდამცველები ჩანთის პატრონს ეძებენ (შვეიცარია)

ბევრ ჩვენგანს დარჩენია მგზავრობისას მატარებელში რაღაც – ტელეფონი, საფულე, ყურსასმენი.

 

დიანა ტრაპაიძემ „ტვ პირველი“ დატოვა
2020-06-15დიანა ტრაპაიძემ „ტვ პირველი“ დატოვა

 

ზუსტად მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა შვეიცარიაში ერთ-ერთი მგზავრი, რომელსაც მატარებელში ოქროთი სავსე ჩანთა დარჩა.

 

3 კილოგრამი ძვირფასი ლითონი მატარებელში 2019 წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს და მას შემდეგ სამართალდამცველები ჩანთის მფლობელს ეძებენ. ოქროს ღირებულება 191 ათას დოლარს შეადგენს.ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

 

აღმოჩენის შესახებ სამართალდამცველებმა ახლა მხოლოდ იმიტომ განაცხადეს, რომ უიღბლო მგზავრის პოვნას რამდენიმე თვეა ვერ ახერხებენ.

 

მფლობელს ჩანთის წასაღებად 5-წლიანი ვადა აქვს, თუმცა უცნობია როგორც დაუმტკიცებს ის პოლიციას, რომ ოქრო სწორედ მას ეკუთვნის.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X