22:54 | 2021-11-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„მიაწვდინეთ ამ ხალხს ხმა!“ – ბიძინა კულუმბეგოვის საგანგაშო სტატისტიკა 

„მიაწვდინეთ ამ ხალხს ხმა!“ – ბიძინა კულუმბეგოვის საგანგაშო სტატისტიკა 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, ამ სიტუაციაში ვაქცინა უალტერნატივოა.

 

„კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში 10 000 გადააჭარბა! მხოლოდ ოქტომბერში 1000 – ზე მეტი მოქალაქე დავკარგეთ!

 

მიაწვდინეთ ამ ხალხს ხმა, რომ უკვე დიდი ხანია გვაქვს წამალი (ვაქცინა), რომელსაც ამ სიკვიდილის რისკის 90%-ით შემცირება შეუძლია! ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს!“, – წერს ექიმი.

 

ცნობისთვის, 1 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 44 პაციენტი გარდაიცვალა, ინფექცია 2 141 მოქალაქეს დაუდასტურდა.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X