11:31 | 2021-02-27 ავტორი: Prime Time

„მიბაძვა ცუდია, მაგალითის აღება კარგია“ – ირაკლი კავსაძის სიყვარულის ისტორია

„მიბაძვა ცუდია, მაგალითის აღება კარგია“ – ირაკლი კავსაძის სიყვარულის ისტორია

კახი კავსაძის შვილი ირაკლი კავსაძე გადაცემა „პროფილის“ სტუმარი იყო, სადაც მან მეუღლეზეც ისაუბრა.

 

„უკვე 32 წელია, ერთად ვართ. ჩვენს შორის არსებობს რაღაც ისეთი, რაც აუხსნელია. ჩემი მეუღლე კეთილი, მოსიყვარულე და თავმდაბალია – ეს მომწონს მასში. ბევრ ქალბატონს ვცემ პატივს, მაგრამ ერთადერთი ქალი, ვინც მიყვარს, ჩემი მეუღლეა.

 

ირაკლი კავსაძე შოუში ამბობს, რომ კახის და ბელას განუმეორებელი სიყვარულის მიუხედავად, მას არავის მიბაძვა არ სურს.

 

„მიბაძვა საშინელებაა, მაგალითის აღება კარგია, მაგრამ ურთიერთობა ადამიანებზეა დამოკიდებული. მე და ჩემს მეუღლეს ჩვენი იტორია გვაქვს. კახი ხშირად ამბობს, ჩვენ, უბრალოდ, ვჩანვართ, თორემ ძალიან ბევრი ოჯახია საქართველოში, სადაც მეუღლეებს ანალოგიური სიყვარული და ურთიერთობა აკავშირებთო. მარტო კახი და ბელა არ არიან, ვიცნობთ ასეთ ოჯახებს, არაერთი შემთხვევა ვიცით, ერთი რომ გარდაიცვალა, მიჰყვა მეუღლეც – ვერ წარმოიდგინა ცხოვრება უიმისოდ“ – ამბობს მსახიობი.

 

მეუღლის მიმართ ნათქვამ ამ სიტყვებს სოციალურ ქსელში ბევრი დადებითი კომენტარი მოჰყვა.

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X