12:14 | 2021-07-26 ავტორი: Prime Time

მიდიან ადამიანები სახელების და გვარების გარეშე – ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდით გარდაცვლილების ვინაობის გასაჯაროებას ითხოვს (?!)

მიდიან ადამიანები სახელების და გვარების გარეშე – ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდით გარდაცვლილების ვინაობის გასაჯაროებას ითხოვს (?!)

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კორონავირუსით გარდაცვლილების შესახებ წერს.

 

მისივე თქმით, ქვეყანამ უნდა იცოდეს, ვის კარგავს ყოველდღიურად.

 

„26 ადამიანია კოვიდით გარდაცვლილი. ტრაგედია უგმიროდ… მასმედიას არ უჭირს ჭირისუფალთან ურთიერთობა, ქვეყანამ უნდა იცოდეს ვის კარგავს ყოველ დღიურად, მიდიან ადამიანები სახელების და გვარების გარეშე. გააშუქეთ და გაგვაგებინეთ ვინ დაკარგა დედა, მამა, ძმა, და, დეიდა, მამიდა, ბიძა, მეგობარი…

 

ამით საზოგადოებას დავანახოთ, რომ ამ აუნაზღაურებელი ტრაგედიისგან თავის დაღწევის საშუალება უკვე ჩვენთანაა და მას აცრა და ვაქცინაცია ჰქვია,“ – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

ცნობისთვის, დღეს, 26 ივლისს კორონავირუსით 1 264 ადამიანი დაინფიცირდა, 26 კი, გარდაიცვალა.

 

 

ასევე იხილეთ: როგორ მზადდება COVID-19 ვაქცინები და როგორ ხდება მათი გამოცდა

 

 

ავტორი: Prime Time

X