15:19 | 2020-05-28 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

მიდის თუ არა პოლიტიკაში მარიამ კუბლაშვილი

მიდის თუ არა პოლიტიკაში მარიამ კუბლაშვილი

ბოლო დროს გავრცელდა ხმები, რომ ცნობილი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს.

 

ამის შესახებ, მას ერთ-ერთ გადაცემაშიც კითხეს. გეგმავს თუ არა ახალგაზრდა ადვოკატი, საკუთარი საქმიანობის შეცვლას და პოლიტიკაში წასვლას, ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ მარიამ კუბლაშვილს დაუკავშირდა.

 

 

– მარიამ, გუშინ რადიო „უცნობის“ გადაცემის სტუმარი იყავით, სადაც გადაცემის წამყვანმა თქვენი პოლიტიკაში მოსვლის ვარაუდი გამოთქვა, რაზეც თქვენ ასე თუ ისე დაეთანხმეთ, მართლა გეგმავთ პოლიტიკაში მოსვლას?

 

– ზოგადად 4 წლის წინაც იყო საუბარი, რომ მე პოლიტიკაში მოვდიოდი, ეს იყო წინა არჩევნებზე და არის ახლაც.

 

დრო აღარ გვქონდა და ამიტომ ვერ ვისაუბრე ვრცლად ამ საკითხზე, რაც შემიძლია ვთქვა, თუ პოლიტიკაში წარმოვიდგენ ჩემს თავს, ცალსახად გამოვრიცხავ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მიკუთვნებული ვიყო. ყოველთვის მაქვს ჩემი შეხედულებები, პროფესიაც ასეთი მაქვს და მიყვარს დამოუკიდებლობა.

 

 

1 800 დევნილი ოჯახი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას - გიორგი გახარია
2020-05-281 800 დევნილი ოჯახი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას - გიორგი გახარია

 

 

ერთ-ერთ გადაცემაში მკითხეს, ხომ შეგიძლია, როგორც დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა იყარო კენჭიო, ვუპასუხე, რომ ამაზე არ მიფიქრია.

 

 

არ მიფიქრია, მაგრამ ცალსახად ვთქვა, რომ გამორიცხულია და მერე საკუთარი თავის წინააღმდეგ წავიდე, არ მინდა.

 

ჩემს თავს პოლიტიკურ პარტიებთან ალიანსში ვერ დავინახავ, ჩემი თავი პოლიტიკაში, წარმომიდგენია ვიყო ძლიერი, დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც გარკვეულ რევოლუციურ ცვლილებებს მოახდენს.

 

ზოგადად მიყვარს გამოწვევები, სიახლეები და თავგადასავლები, საინტერესოა ცხოვრება, მინდა ბევრი ადამიანის დახმარების საშუალება მქონდეს.

 

ამას ფინანსებიც სჭირდება და რეალურ შესაძლებლობას ჩემს თავში ვერ ვხედავ. მე კმაყოფილი ვარ ჩემი საქმიანობით და ბევრ ადამიანს ვაბედნიერებ ამით.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X