11:56 | 2020-03-09 ავტორი: Prime Time

მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება – სალომე ზურაბიშვილი

მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება – სალომე ზურაბიშვილი

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების მშვიდად ჩასატარებლად ყველა პირობა შეიქმნა.

 

„მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება. ამ გონივრული კომპრომისით და ნაბიჯით ყველა პირობა არის შექმნილი მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. სახელმწიფოში სიმშვიდე, სტაბილურობა და დემოკრატია ჩვენი საერთო მიზანია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ: 

როგორ გადანაწილდება 77 ოლქი 30 ოლქად - როგორია კონსტიტუციონალისტის პროგნოზი
2020-03-09როგორ გადანაწილდება 77 ოლქი 30 ოლქად - როგორია კონსტიტუციონალისტის პროგნოზი

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. ამის შესახებ დღეს, 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ შეთანხმებას ხელი ყველა პარტიამ მოაწერა.

 

ასევე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1% იქნება.

ავტორი: Prime Time

X