
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საარჩევნოს სისტემის მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარეს შეთანხმების მიღწევას ულოცავს.
„მოხარული ვართ აღვნიშნოთ, რომ მიღწეულია წარმატებული შედეგი. დიალოგის მონაწილეებს შორის შეთანხმება შედგა. ჩვენ გვსურს გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და მივულოცოთ ყველა მონაწილეს, რომ გამოხატეს სურვილი და გამონახეს კომპრომისის შესაძლებლობა“,- განაცხადა მან.
ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ შეთანხმებას ხელი ყველა პარტიამ მოაწერა.
ასევე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1% იქნება.






















