21:41 | 2021-06-14 ავტორი: Prime Time

„მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ“ – კახა კალაძის განცხადება 

„მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ“ – კახა კალაძის განცხადება 

„ბოლო წლების განმავლობაში, დედაქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ვითარება რადიკალურად შეიცვალა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და საზოგადოებას თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა.

გადადგა, თუ გადააყენეს? - როგორ დატოვა მეუფე სპირიდონმა ნინოწმინდის პანსიონი
2021-06-14გადადგა, თუ გადააყენეს? - როგორ დატოვა მეუფე სპირიდონმა ნინოწმინდის პანსიონი

 

 

როგორც მან აღნიშნა, ქალაქში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ საზოგადოებასთან ხშირი კომუნიკაცია მიმდინარეობს.

 

„ჩვენ 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საზოგადოებას შევთავაზეთ შვიდი ძირითადი მიმართულება/პოლიტიკა, რაზეც კონკრეტული პროგრამები და პროექტები გვქონდა გაწერილი. რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში, საზოგადოებასთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და ყოველთვის ვაწვდიდით სრულყოფილ ინფორმაციას, თუ რა გაკეთდა დედაქალაქში სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ვსაუბრობდით გამოწვევებსა და პრობლემებზე.

 

დღეს გვინდა, თბილისელებს მივაწოდოთ ინფორმაცია და ჩავაბაროთ ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ქალაქის მართვიდან მეოთხე წელს, ძალიან ამაყი და ემოციებით სავსე ვარ, როდესაც ვუყურებ, რომ ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა ყველა, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით და თბილისში ვითარება რადიკალურად შეიცვალა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

 

მისივე თქმით, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო იმისთვის, რომ თბილისის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული მიმართულება სრულად მოწესრიგდეს.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფრით არ და ვერ დავკმაყოფილდებით, რადგან ჯერ კიდევ არსებობს უამრავი პრობლემა და გამოწვევა. გაკეთებულით და მიღწეულით არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ კმაყოფილი, რადგან ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო იმისთვის, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული მიმართულება იყოს მოწესრიგებული. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა ცენტრალური ხელისუფლების თანადგომითა და მხარდაჭერით, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებსა და ის პრობლემებს, რომელიც თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. ასევე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო მოწესრიგებული და ცხოვრებისთვის გაცილებით კომფორტული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, წარსულს ჩაბარდა ის მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ინფრასტრუქტურული პროექტები ფასადურად ხორციელდებოდა.

 

„როდესაც ოფიციალურად შევუდექით საქმიანობას, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ რა პროექტების განხორციელებასაც დავიწყებდით, აუცილებელი იყო, მისი  განახლება, ცვლილება ფუნდამენტურად მომხდარიყო და არა მხოლოდ მოასფალტებით. ყველა იმ კონკრეტულ არეალში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც დედაქალაქში მძიმე მდგომარეობაშია.

 

ჩვენ შევიმუშავეთ გააზრებული, თბილისისა და თბილისელების ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში, ქალაქის სწორ განვითარებას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ – პირიქით, გაორმაგებული ენერგიითა და ძალისხმევით გავაგრძელებ ჩვენი ქალაქის განვითარებას და საქმის კეთებას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

 

ავტორი: Prime Time

X