23:52 | 2020-04-23 ავტორი: Prime Time

მიგვრძნია, ჩემს უკან ვიღაც დგას და ეს არის ღმერთი – ცნობილი ექიმები უფლის იმედით

მიგვრძნია, ჩემს უკან ვიღაც დგას და ეს არის ღმერთი – ცნობილი ექიმები უფლის იმედით

ეს არის პროფესია, სადაც ღვთის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი სიცოცხლის გადარჩენა, – ამ სიტყვების ავტორი ექიმი ლევან რატიანია.

 

რამდენიმე დღის წინ, როცა სრულიად მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს აღდგომის შესახვედრად ემზადებოდა, მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის გამო, ტაძრების ნაწილი დაკეტილი იყო.

 

მედიკოსები მოუწოდებდნენ საზოგადოებას, პანდემიის გავრცელების რიკის ასაცილებლად არ წასულიყვნენ ტაძარში და დაეცვათ რეკომენდაცია, რომელიც ერთმანეთისგან დისტანციას და ერთი კოვზით ზიარების წესის ცვლილებას ითვალისიწნებდა.

 

სწორედ იმ დღეებში, ყოველდღე, ყველა ქართველი ექიმი მოუწოდებდა მოქალაქეებს პანდემიის სიმბოლოდ ქცეულ ფრაზას: „დარჩით სახლში“.

 

ამის პარალელურად კი სატელევიზიო კომენტარებში თუ სიუჟეტებში ხშირად ისმოდა „მორწმუნე“, „უფლის წყალობით“, „უფალი მოწყალეა“.

 

მედიკოსები ამ დიდი დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ და ღმერთის იმედად პაციენტებთან დარჩენილ წუთებს იხსენებდნენ.

 

მე მორწმუნე ვარ, მართლმადიდებელი. მრავალი წელია, ეკლესიაში დავდივარ, ვესწრები თითქმის ყველა წირვა-ლოცვას… – ამ სიტყვების გამო, ქვეყნის მთვარი ინფექციონისტი, მარინა ეზუგბაია ბევრმა გააკრიტიკა და თქვეს, რომ ექიმი ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს.

 

„ყველაფერი უფლის ნებაა ამ ქვეყანაზე… თუ მორწმუნე ადამიანს სურვილი აქვს, რომ ტაძარში მივიდეს და სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, თუ დაიცავენ ყველა იმ წესებს, რაც მოწოდებულია ეპოდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში ალბათ შესაძლებელი იქნება, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება” – თქვა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მარინა ეზუგბაიამ.

 

ლევან რატიანი ერთ-ერთ იტერვიუში ამბობს:

 

როდესაც დგება პაციენტთან მომენტი, გული ჩერდება, მილოცია, რომ ღმერთო ოღონდ ამ წუთში გადამირჩინე… და ასეც მომხდარა, რადგან არის ძალა, რომელსაც ქვია ღმერთი, რომლის საშუალებითაც აკეთებ ამ ყველაფერს.

 

რომ არა ეს ძალა, ვერ იქნება ვერანაირი მიღწეული შედეგი ვერც ექიმისთვის და პაციენტისთვის და ეს ხშირად მიგვრძნია, რომ ჩემს უკან ვიღაც დგას და ეს არის ღმერთი.

 

ეს არის პროფესია, სადაც ღვთის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი სიცოცხლის გადარჩენა“.

 

„ლოცვა ყველგან შეიძლება. უფალი მოწყალეა და ჩვენ ამას გაგვიგებს. ვინც წავა ეკლესიაში და ვისთვისაც ეს აუცილებელი სულიერი წყაროა, აუცილებლად უნდა დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რაც მოწოდებულია“ – მარინა ენდელაძე.

 

„მივდივართ დუნე ზრდით, ქვეყანაში არ გვაქვს ნახტომისებური ზრდა, ღვთის წყალობით“ – ამირან გამყრელიძე.

ავტორი: Prime Time

X