
სკოლის ადმინისტრაციის მასწავლებლებისა და ტექნიკური პერსონალის ხელფასის ანაზღაურება არდადეგების პერიოდში შეუფერხებლად გაიცემა, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.
„განათლების სამინისტრო მუშაობს ორი მიმართულებით, ერთი გახლავთ რეკომენდაციები, თუ როგორ იმუშაონ მასწავლებლებმა მოსწავლეებთან არდადეგების პერიოდში და მეორე მიმართულება გახლავთ ინსტრუქციები, რომელსაც განათლების სამინისტრო სკოლებისთვის ამზადებს, რომ განახლებული სასწავლო პროცესის დროს სკოლას ჰქონდეს ინფორმაცია თუ როგორ მიაღწიონ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზანს“, – აღნიშნა დგებუაძემ.
შეგახსენებთ, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში სწავლა 16 მარტიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სწავლა 1-ელ აპრილს განახლდება.






















