
მიიღებს თუ არა მონაწილეობას ალეკო ელისაშვილი 2021 წლის თბილისის მერის არჩევნებში – ამას დეპუტატი გადაცემაში „ნოესთან“ პასუხობს.
„ჯერ ზუსტად არ ვარ ჩამოყალიბებული. იყო დრო, როცა მარტო ვიღებდი გადაწყვეტილებებს – ახლა აღარ. ახლა პარტია გვაქვს. ვფიქრობ – ან კი, ან არა. პარლამენტშიც ცოტა საქმეს შეჭიდებული არ ვარ და ვნახოთ რა და როგორ იქნება“, – ამბობს ელისაშვილი.






















