14:26 | 2020-07-15 ავტორი: Prime Time

მიყევით ამ ბილიკს – ახალი კადრები დენდროლოგიური პარკიდან, რომელსაც უფასოდ დაათვალიერებთ

მიყევით ამ ბილიკს – ახალი კადრები დენდროლოგიური პარკიდან, რომელსაც უფასოდ დაათვალიერებთ

შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი დღეიდან ვიზიტორებს მასპინძლობს. პარკში შესვლა ყველა სტუმრისთვის უფასოა.

 

პარკი ხელოვნურად არის გაშენებული, სადაც ხელუხლებელი ბუნების ეფექტის შესაქმნელად სპეციალისტები სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

60 ჰექტარზე გადაჭიმული რეკრეაციული ზონა ოზურგეთის რაიონში, წვერმაღალასა და შეკვეთილს შორის არსებული ტერიტორიაა, რომელსაც სპეციალისტები მისი მდებარეობის გამო იდეალურს უწოდებენ.

 

რა ხდება ამ გზის მიღმა – უნიკალური კადრები დენდროლოგიური პარკიდან, რომელიც დღეს იხსნება
2020-07-15რა ხდება ამ გზის მიღმა – უნიკალური კადრები დენდროლოგიური პარკიდან, რომელიც დღეს იხსნება

 

ტერიტორია, სადაც ახლა პარკია გაშენებული, ჭაობით იყო დაფარული. პარკში თავმოყრილია უნიკალური ჯიშის ხეები ხეები საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან: კვიპაროსი, მაგნოლია, კედარი, მუხა, ჭადარი, ნეკერჩხალი და ევკალიპტი და სხვა უნიკალური ჯიშის ხეები.

 

გაშენებულია ბამბუკის ტყეც. იმისთვის, რომ ვიზიტორმა მცენარის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ, სპეციალური ბანერებია განთავსებული. ზოგიერთი ხის ასაკი 300 წელს აღემატება.

 

სხვადასხვა კონტინენტზე გავრცელებული ხე-მცენარეების გარდა დენდროლოგიურ პარკში ქართული ჯიშის მუხა, ნეკერჩხალი და წიფელია წარმოდგენილი.

პარკში ხელოვნური ტბა და სპეციალურად ფრინველებისთვის შექმნილ პატარა კუნძულია, რომელზეც ფლამინგოები ბინადრობენ. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს.

 

დენდროლოგიური პარკის მშენებლობა 2017 წელს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო.

ავტორი: Prime Time

X