12:41 | 2021-10-05 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მიხეილ სააკაშილი პოლიტპატმარია, მე თვითონაც ვარ იმ რეჟიმის მსხვერპლი – თეონა დოლენჯაშვილი

მიხეილ სააკაშილი პოლიტპატმარია, მე თვითონაც ვარ იმ რეჟიმის მსხვერპლი – თეონა დოლენჯაშვილი

მწერალმა თეონა დოლენჯაშვილმა გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია.

 

„ყოფილი პრეზიდენტი, არის პოლიტპატიმარი. მიუხედავად იმისა რა ბრალდებებიც არ უნდა არსებობდეს მის მიმართ სწორედ ამ მოცემულობაში და ამ სიტუაციაში ამას სხვას ვერაფერს ვარქმევ. 9 წლის წინ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მე ვიყავი მათი ოპონენტი, მათი კრიტიკოსი დღეს მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მოცემულ სიტუაციაში, როდესაც რეალობა ასე დადგა, მიმაჩნია, რომ დღეს მიხეილ სააკაშილი არის პოლიტპატმარი.

 

იაპონიაში ახალი ვირუსი გამოვლინდა, რომელიც მწვავე ცხელებას იწვევს - ნახეთ, როგორ გადადის ის ადამიანზე
2021-10-05იაპონიაში ახალი ვირუსი გამოვლინდა, რომელიც მწვავე ცხელებას იწვევს - ნახეთ, როგორ გადადის ის ადამიანზე

 

პირველი დარტყმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მაშინდელ ხელისუფლებას გირგვლიანის საქმემ მიაყენა. ეს იყო ჩემთვის უმძიმესი ქეისი, არასდროს დავივიწყებ ამ თემას და რა თქმა უნდა ვერაფერს რაც მას უკავშირდება.

 

ვერ დავივიწყებ უამრავი ადამიანის უფლებების დარღვევას და ვერავის ვერ გავაკრიტიკებ თუ ვერ პატიობენ ამას. თუნდაც იგივე, იმ ადამიანებს, რომელთაც მარიხუანას მოხმარების გამო 7-8 წლით უშვებდნენ საპატიმროებში. მე თვითონაც ვარ იმ რეჟიმის მსხვერპლი“, – განაცხადა თეონა დოლენჯაშვილმა.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X