
ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს მასთან კომუნიკაცია და შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მტკიცედ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.
„ძალიან მარტივი ტესტია, მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვეს სატელეფონო ზარების უფლება და არ ნიშნავენ სასამართლო პროცესებს, თუკი ეს ასეა, მისცენ საშუალება მიიღოს სასამართლო პროცესში მონაწილეობა და გამოჩნდება მისი მდგომარეობა. ცხადია, ეს არის ტყუილი, მტკნარი სიცრუე და ჭორაობა, საზოგადოებაში მცდარი აზრის დანერგვის მიზნით. ფაქტია, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სააკაშვილს არ ჰქონდეს კომუნიკაცია და თუ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, მაშინ პირიქით უნდა მისცენ საშუალება, რომ საზოგადოებამ თავად ნახოს. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს მასთან კომუნიკაცია და შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მტკიცედ, ვერც კი წარმომიდგენია „ღარიბაშვილის ციხეში” ყოფნამ რანაირად შეიძლება გატეხოს”, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები
- 39 ქვეყნიდან მოქალაქეები აშშ-ში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ – ნახეთ, არის თუ არა საქართველო ამ სიაში






















