08:36 | 2021-11-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მიხეილ სააკაშვილი არის იზოლირებულად, სხვა პატიმრებთან შეხება არ ექნება – მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სააკაშვილი არის იზოლირებულად, სხვა პატიმრებთან შეხება არ ექნება – მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება კანონის შესაბამისად დაცული იქნება – ასეთია მმართველი გუნდის განმარტებები მსჯავრდებული პრეზიდენტის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

 

 

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი სხვა პატიმრებისგან იზოლირებულია და ის კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

 

თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო
2021-11-09თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო

 

„პრევენციის მიზნით მოხდა ეტაპირება, როგორც ამას უწოდებენ, შესაბამისად, გადაყვანილია ისეთი პროფილის პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც უკეთესი და სრულფასოვანი შესაძლებლობებია შესაძლო რისკებთან გასამკლავებლად.

 

 

იქ არის დამოუკიდებლად, იზოლირებულად, სამედიცინო სექტორს ვგულისხმობ, სადაც უშუალო კომუნიკაციის და შეხების შესაძლებლობა ბატონ სააკაშვილს სხვა პატიმრებთან არ ექნება და ეს იქნება დაცული.

 

 

იქ არის იზოლირებული იმგვარად, რომ ამის პრობლემა არ შეიქმნეს“, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

5 დღის წინ ვნახე, ყოველ წამს მძიმდება, ხომ ხვდებით, რომ ნივთიერებები აკლდება - თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე
2021-11-095 დღის წინ ვნახე, ყოველ წამს მძიმდება, ხომ ხვდებით, რომ ნივთიერებები აკლდება - თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე
 
გამთენიისას მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სამართალდამცველებმა რკინის ჯებირები მიიტანეს
2021-11-09გამთენიისას მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სამართალდამცველებმა რკინის ჯებირები მიიტანეს

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X